დღეიდან, 24 ნოემბრიდან, გერმანიაში კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად ახალი ზომები ამოქმედდა. კერძოდ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა შეუძლიათ მხოლოდ მათ, ვინც აცრილია, კოვიდი გადატანილი აქვს, ან დადგენილი ვადით ტესტირების უარყოფითი პასუხი აქვს. ამ ახალ წესს გერმანიაში 3G-ს უწოდებენ.

ახალი ზომების თანახმად, თუ მოქალაქე მაკონტროლებელი სამსახურის თანამშრომლებს შესაბამის დოკუმენტს ვერ წარუდგენს, საზოგადოებრივ ტრანსპორტს დაატოვებინებენ. როგორც გერმანული გამოცემა

Deutsche Welle წერს, ახალი წესის აღსრულების მიმართ ბევრი სკეპტიკურადაა განწყობილი. დღეიდან 3G-ს წესი ამოქმედდა ოფისებშიც.

გერმანიის რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მე-17 დღეა იზრდება. ბოლო 24 საათში ვირუსი დაუდასტურდა 66 800-ზე მეტ ადამიანს და 335 გარდაიცვალა. პანდემიის განმავლობაში გერმანიაში დაინფიცIრდა 5 მილიონზე მეტი ადამიანი. გარდაცვლილთა რიცხვი 100 000-ს უახლოვდება.

 

სალომე სარიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები