LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიამ დასაქმების მსურველი ქართველებისთვის ვაკანსიების რაოდენობა გაზარდა

113
6e110feeface5dc0c386188860a44f0a-XL

გერმანიაში დასაქმების სურვილი 97 663 მოქალაქემ გამოთქვა. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე განცხადებების მიღება გრძელდება.

1-ელი აპრილის მდგომარეობით, გერმანული მხარისგან 475-მდე ვაკანსია, ქალაქების – შტუტგარტის და ბრანდენბურგის დამსაქმებლებისგან არის მოწოდებული.

შეგახსენებთ, 24 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, გერმანული მხარისგან 350-მდე ვაკანსია იყო მოწოდებული.

დროებითი სეზონური დასაქმება საქართველოსა და გერმანიას შორის დადებული შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება. დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს. დასაქმების ხანგრძლივობაა ერთიდან სამ თვემდე; სამუშაო დრო: ხუთი-ექვსი დღე კვირაში; რვა-ათი საათი დღეში. მინიმალური ხელფასი – 9.50 ევრო საათში (დარიცხული), რომელსაც გამოაკლდება გადასახადები, კვებისა და საცხოვრებლის ხარჯები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები