LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Georgian Airways საწყის ეტაპზე ფრენების განახლებას ამსტერდამის და პარიზის მიმართულებით გეგმავს

68
travel to Paris

Georgian Airways მზად არის თებერვლიდან რეგულარული ავიარეისები რეგულაციების სრული დაცვით განაახლოს.

ქართული ავიაკომპანია რეგულარული ფრენების განახლებას, საწყის ეტაპზე, ამსტერდამის, პარიზის, ბერლინისა და ვენის მიმართულებებზე გეგმავს – ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ Georgian Airways-ის გენერალურმა დირექტორმა რომან ბოკერიამ ისაუბრა.

ის ამბობს, რომ აღნიშნული 4 ქალაქი ყველაზე პოპულარული მიმართულებებია ქართველ მგზავრებს შორის, თუმცა ავიარეისების სიხშირე და სხვა მიმართულებების დამატება მგზავრთა მხრიდან მოთხოვნაზე იქნება დამოკიდებული.

შეგახსენებთ, 1 თებერვლიდან საქართველოს ცა რეგულარული ავიამიმოსვლისთვის იხსნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები