LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Georgian Airways-მა თანამშრომლების უხელფასო შვებულებაში გაშვება გადაიფიქრა

75
Tbilisi, Georgia, 12/07/2017: Two Georgian airplanes Airzena airways are parked at airport. In background beautiful landscape - city skyscrapers, mountains and sky with clouds.

ავიაკომპანია Georgian Airways- თანამშრომლებს უხელფასო შვებულებაში აღარ გაუშვებს. როგორც Georgian Airways-ის გენერალურმა დირექტორმა რომან ბოკერიამ განაცხადა, კომპანიამ თანამშრომლების შვებულებაში (უხელფასო) გაშვების პროცესი შეაჩერა.

“ჩვენ არ გავუშვებთ ხალხს უხელფასო შვებულებაში. თუ ვინმეს შვებულებაში გავუშვებთ ეს იქნება ის ხალხი რომელთაც ანაზღაურებადი შვებულება ისედაც ეკუთვნოდათ. ვცდილობთ, ეს საკითხი მაქსიმალურად გადავიტანთ შემდგომისათვის”, – განაცხადა რომან ბოკერიამ.

მისი თქმით, პროცესის შეჩერება სახელმწიფოს დახმარებით მოხდება. Georgian Airways-ის გენერალური დირექტორი არ აკონკრეტებს, თუ როდიდან დაიწყებს ავიაკომპანია ჩარტერული ავიარეისების შესრულებას და უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ​რეპატრიაციას.

ბოკერიას თქმით, მთავრობასთან ერთად განიხილება ჩარტერული ავიარეისების დანიშვნა შემდეგი მიმართულებებით: ვენა, პარიზი, ამსტერდამი,  ბერლინი, შესაძლოა რომიც და ბარსელონაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები