LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Georgian Airways-ი მთავრობას TAV Georgia-სთან დადებული ხელშეკრულების გასაჯაროებას სთხოვს

105
53595907_2579951168746337_8709120028953280512_n (1)

Georgian Airways-ის დამფუძნებელი მთავრობას TAV Georgia-სა და სახელმწიფოს შორის დადებული ხელშეკრულების გასაჯაროებას სთხოვს. როგორც თამაზ გაიაშვილმა განაცხადა, არსებული ხელშეკრულება გადასახედია.

“მთავრობას ვთხოვთ გადახედოს იმ ხელშეკრულებას, რომელიც გასაიდუმლოებულია, უნდა გასაჯაროვდეს ხელშეკრულების დეტალები, რომელიც TAV Georgia-სთან წინა მთავრობამ გააფორმა. ჩვენი აზრით, ეს არის კრიმინალური ხელშეკრულება,” – აღნიშნა გაიაშვილმა და განმარტა, რომ TAV Georgia იმ აეროპორტებში, სადაც ოპერიორებს საკმაოდ მაღალ ტარიფებს აწესებს.

„ისეთი მაღალი ტარიფებია, მასთან ევროკავშირის აეროპორტებიც ვერ მივლენ“, – აღნიშნა Georgian Airways-ის დამფუძნებელმა. ის ხელისუფლებას სამთავრობო კომისიის შექმნასაც სთხოვს, რათა კომისიამ დაადგინოს რა მოცულობის ინვესტიციას ახორციელებს TAV Georgia.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები