LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Georgian Airways 1 ივლისიდან რეგულარულ ფრენებს იწყებს

104
Tbilisi, Georgia, 12/07/2017: Two Georgian airplanes Airzena airways are parked at airport. In background beautiful landscape - city skyscrapers, mountains and sky with clouds.

Georgian Airways 1 ივლისიდან რეგულარულ ფრენებს იწყებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია კომპანიამ დღეს გაავრცელა.

„გუშინ, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დააანონსა რეგულარული რეისების აკრძალვის შესახებ, რომელიც 30 ივნისის ჩათვლით იმოქმედებს. მგზავრებს, რომელთაც აქვთ მაისი/ივნისის ბილეთები, შეუძლიათ უფასოდ გადაჯავშნონ, სხვა ალტერნატიულ თარიღებზე. მოუთმენლად გელით ბორტზე!“, – აცხადებენ Georgian Airways-ში.

შეგახსენებთ, საქართველო რეგულარული ფრენებისთვის 1-ლი ივლისიდან გაიხსნება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მორიგი NOTAM-ები გამოსცა, რომლის მიხედვითაც ვიგებთ, რომ რეგულარული საჰაერო მიმოსვლა შეჩერებულია 30 ივნისის ჩათვლით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები