LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გენერალურმა ასამბლეამ რუსეთის ქმედებები კიდევ ერთხელ დაგმო – პრემიერი გაეროს გზავნილს მიესალმება

93
ირაკლი ღარიბაშვილი

გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუციის მიღებას საქართველოს პრემიერ მინისტრი მიესალმება.

ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ რეზოლუციის თანაავტორთა რიგებს წელს საქართველოსთან ერთად, მსოფლიოს 57 ქვეყანა შეუერთდა.

“რეზოლუციის მიღებით, გენერალურმა ასამბლეამ, კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებული დემოგრაფიული ცვლილებები და განამტკიცა დევნილთა უფლება, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში.” – პრემიერ-მინისტრი

პრემიერ მინისტრი, საქართველოს სახელით მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფოს ვინც რეზოლუციას მხარი დაუჭირა და მისი თანაავტორი გახდა.

“აღნიშნული გადაწყვეტილებით თითოეულმა ქვეყანამ, კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების უფლებას და თანადგომა გამოუცხადა თითოეულ დევნილს”, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.