LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

General Motors-მა პირველი უპილოტო ავტომობილი წარადგინა

134
-110584401-eo2qhmowsael6ti

ამერიკულმა ავტომწარმოებელმა General Motors–მა Honda–სთან თანამშრომლობის პირველი შედეგი გაასაჯაროა.

ავტომობილი სახელად Cruise Origin ეს არის ელექტრონული მიკროავტობუსი, რომელსაც არც საჭის მექანიზმი და არც სამუხრუჭე სისტემა არ გააჩნია. ელექტროქარი 6 ადამიანზეა გათვლილი და გადასაადგილებლად მძღოლიც არ სჭირდება. ყველაფერს ელექტრონული ასისტენტი მართავს და საჭირო ინფორმაცია მონიტორზე გამოისახება.

General Motors-ში ფიქრობენ, რომ უპილოტო სერიული წარმოებისთვის მზად არის, თუმცა ბაზარზე როდის გამოვა არავინ იცის. საქმე ისაა, რომ საერთო მოხმარების გზებზე გადაადგილებისთვის ავტოპილოტიან ავტომობილებს ხელისუფლების ნებართვა სჭირდებათ.

შეგახსენებთ, რომ ამერიკულმა კომპანიამ უპილოტო მოდელი წინა წელსაც დატესტა, თუმცა მაშინ რაღაც ხარვეზები გამოვლინდა და წარმოებაც გაურკვეველი დროით გადაიდო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები