LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გელოვანის გამზირზე მიკროავტობუსი დაიწვა (ფოტოები)

145

თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე გამთენიისას, ყვითელ მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა.

როგორც “თბილისის მიკროავტობუსის” საზოგადოებასთნ ურთიერთობის სამსახურში “ფორტუნას” განუცხადეს, ცეცხლი ელექტროგაყვანილობას გაუჩნდა.

მათივე ცნობით, 100 ნომერ მიკროავტობუსში შემთხვევის დროს, მგზავრები არ იმყოფებოდნენ. მძღოლი კი უვნებელი გადარჩა.

“ელექტროგაყვანილობის სისტემაში გაჩნდა უცებ ხანძარი. სხვა ყველაფერი ავტომობილს რიგზე ჰქონდა. მძღოლის გარდა მიკროავტობუსში არავინ იმყოფებოდა. მძღოლი უვნებელია”, – განაცხადა ნათია მიქიაშვილმა.

დამწვარი მიკროავტობუსი ამ დრომდე შემთხვევის ადგილზე იმყოფება.

ქეთი გიგოლაშვილის ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები