LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გელა ზედელაშვილი: „ბერა, მამაშენმა 3 მილიარდი დოლარი დაახარჯა ქვეყანას, ესენი მაინც ლანძღავენ…“

1634
გელა ზედელაშვილი

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი ბერა ივანიშვილის მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს და ირონიულ კონტექსტში წერს იმის შესახებ, რომ საქართველოში ივანიშვილების ქველმოქმედება ვერ დააფასეს, შესაბამისად, ვერც ამაზონისთვის გადარიცხულ მილიონს დააფასებენ და ივანიშვილები მადლობას ისევ ამაზონის ჯუნგლების ბინადრებისგან თუ დაელოდებიან.

გთავაზობთ სტატუსს:

„ბერა, შვილო, ძალიანაც კარგი ჰქენ, რომ 1,1 მილიონი აშშ დოლარი ამაზონის აღდგენის ფონდში გადარიცხე!

აგერ, მამაშენმა 3 მილიარდი აშშ დოლარი დაახარჯა ამ ქვეყანას, მაგრამ ესენი მაინც ლანძღავენ!

ბერა ივანიშვილი ამაზონის ჯუნგლების აღდგენისთვის ერთ მილიონ დოლარს გამოყოფს

დღეს, მე მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო ჩემს ბრაზილიელ მეგობრებს, რომლებიც ამ კატასტროფის წინაშე დადგნენ ჩვენთან ერთად. მე მჯერა, რომ ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია შევცვალოთ რაღაც უკეთესობისკენ

მახსოვს, 2013-ში დასეტყვილ მევენახეებს გადაურიცხა 80 მილიონი აშშ დოლარი, ამათ, ამ მევენახეებმა ვაზი გაჩეხეს, “მანქნები” იყიდეს და თბილისში ჩამოვიდნენ სატაქსაოდ!

მეტსაც გეტყვი, ბანკებში გაშავებულ 600 ათას ადამიანს ვალი დაუფარა, მადლობა არ დასცდენია ერთსაც კი!

დენდროლოგიური პარკი ააშენა, ქვეყანას აჩუქა – თავისთვის უნდაო!

ქუთაისში გრანდიოზულ უნივერსიტეტს აშენებს – რა ფეხებად გვინდაო!

აბასთუმანში მაგარ სიკეთეს აკეთებს – სახალხო ქონება მიითვისაო!

რომელი ერთი ჩამოვთვალო?!

იმედია, ამაზონის ჯუნგლების ბინადარნი მაინც გამოხატავენ მადლიერებას!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები