LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გეი პინგვინებმა კვერცხი იშვილეს და პირველ შვილს ელოდებიან (ფოტო, ვიდეო)

331
PRC-79950657

ორი გეი პინგვინი, რომლებიც ბერლინის ზოოპარკში ცხოვრობენ, მალე მშობლები გახდებიან. პინგვინებმა მიტოვებული კვერცხი იშვილეს და ივლისის შემდეგ მას უვლიან. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც ბერლინის ზოოპარკის წარმომადგენელი აცხადებს, ერთნაირსქესიანთა წყვილი, სკიპერი და პინგი, ისევე უვლიან კვერცხს, როგორც ამას ნამდვილი მშობლები გააკეთებდნენ. მისივე თქმით, კვერცხი ზოოპარკში მცხოვრებმა მდედრმა პინგვინმა მიატოვა და მას შემდეგ მის მიმართ ინტერესი არ გამოუხატავს.

პინგვინები რიგრიგობით იდებენ კვერცხს ფეხებს შორის და თავისი მუცლის ცხიმით ცდილობენ გაათბონ ის.

 

იმ შემთხვევაში თუ ყველაფერი სწორად მოხდა, სკიპერისა და პინგის შვილი სექტემბერში გამოიჩეკება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები