LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გეგა გეგეშიძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

gegagegeshidze

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს, გეგა გეგეშიძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. მისთვის ბრალის წარდგენა თბილისის მთავარ სამმართველოში მოხდა. გეგეშიძის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე, სპორტის სასახლეში მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წუხელ დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს.