LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გაზიანი სასმელები, ბურგერი, შაურმა, ტკბილეული და ჩიფსები ბავშვის რაციონიდან უნდა ამოვიღოთ“ – ლაშა უჩავა ბავშვებში დიაბეტის საფრთხეზე

1971
lashauchava

ენდოკრინოლოგმა ლაშა უჩავამ ვრცლად ისაუბრა კვების რაციონზე, რომელიც უმნიშვნელოვანესია ბავშვებისთვის. მისი თქმით, სწორედ ბავშვთა ასაკში არასწორი კვება და ჭარბი წონა შესაძლოა გახდეს მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების რისკი.

„გაუკუღმართებულ ცხოვრების წესს, რომელიც, სამწუხაროდ, მოგვიტანა პანდემიამ, რომელსაც ვერ ავიცილებთ თავიდან, უნდა დავუპირისპირდეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით. ეს არის ჯერადი კვება დღის განმავლობაში და აუცილებლად ნახშირწყლების შეზღუდვა. მიუხედავად იმისა, რომ სახლის პირობებში გვიწევს ცხოვრება, ​ფიზიკური აქტივობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. სახლის პირობებშიც ბევრი ფიზიკური აქტივობის ჩატარება შეგვიძლია.ფიზიკური აქტივობა უნდა გააკონტროლონ მშობლებმა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ 14 წლამდე ბავშვთა ასაკზე, აქ მხოლოდ მშობლები არიან დამნაშავეები და არავითარ შემთხვევაში ბავშვები. აქვე მინდა სტატისტიკური მონაცემების შესახებაც ვთქვა. თუ ჩვენ 80-90-იან წლებში ვსაუბრობდით, რომ ბავშვთა ასაკში განვითარებული მაღალი შაქრის ციფრები არის მხოლოდ შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1. სწორედ ამ ჭარბი წონის გამო, გაუკუღმართებული კვების გამო, ბავშვთა ასაკშიც უკვე გაჩნდა შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2.

„​ხუთი პროდუქტი, რომელსაც ბავშვები არასურველ შედეგებამდე მიჰყავს, შემდეგია: ტკბილი გაზიანი სასმელები, ბურგერი, შაურმა, ტკბილეული და ჩიფსები. ეს არის ყველაფერი ის, რაც ყველაზე მეტად უყვართ ბავშვებს“, – განაცხადა უჩავამ „რუსთავი2“-ის ეთერში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები