LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გავრილოვს გახარიას “გამბედაობის” იმედი აქვს

102
gavriloviii

რუსეთის დუმაში ელოდებიან, რომ საქართველოს პრემიერობის კანდიდატს გიორგი გახარიას გამბედაობა ეყოფა და რუსეთთან პირდაპირ დიალოგს დაიწყებს. იმედი ამის შესახებ სერგეი გავრილოვმა გამოთქვა და 21 ივნისის ღამეც გაიხსენა. 

გიორგი გახარია პრემიერის პოსტზე ივანიშვილმა წარადგინა

ივანიშვილმა კულტურული წასვლისთვის ბახტაძეს მადლობა გადაუხადა

როგორც გავრილოვმა აღნიშნა, გახარიამ ივნისის მოვლენების დროს, მკაცრი ხასიათი გამოავლინა.

“იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველოს მთავრობის მომავალ ხელმძღვანელს, ექნება გამბედაობა პრეზიდენტისგან დამოუკიდებლად, რუსეთთან თანამშრომლობის აღდგენის მიზნით, ღია დიალოგი დაიწყოს. მხოლოდ ამან შეიძლება მოგვცეს კონფლიქტის დაძლევის გარანტია,” – განაცხადა გავრილოვმა.

შეგახსენებთ, დღეს ბიძინა ივანიშვილმა, ახალ პრემიერ-მინისტრად, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია წარადგინა, რომელმაც 20-21 ივნისის მოვლენების დროს, ანტისაოკუპაციო აქციის დარბევის გადაწყვეტილება მიიღო.

აქციის დარბევის კადრები: 20 ივნისის ყველაზე ემოციური ფოტოები

ანტისაოკუპაციო აქცია, კი სწორედ გავრილოვის ქმედების გამო დაიწყო.

რა მოხდა მოკლედ: 

გავრილოვმა მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისი ასამბლეის სხდომის მონაწილეებს პრეზიდიუმიდან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიმართა. პროტესტი პარლამენტის შენობაშივე დაიწყო, როდესაც ოპოზიციური ევროპული საქართველოს და “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებმა პრეზიდიუმი დაიკავეს და რუს დეპუტატებს, გავრილოვის ხელმძღვანელობით, პარლამენტის შენობის დატოვება მოსთხოვეს. პარლამენტის შენობაში დაწყებულმა პროტესტმა სასტუმრო “რედისონთან” გადაინაცვლა, სადაც რუსი დეპუტატები პარლამენტის დატოვების შემდეგ მივიდნენ.

აქცია არ დაიშალა მანამ, სანამ დარბევა არ დაიწყო.

დარბევის შედეგად, აქციის ორმა მონაწილემ ცალი თვალი დაკარგა. ამის შემდეგ, რუსთაველის წინ პროტესტის მონაწილეები შს მინისტრის გადადგომას ყოველდღიური აქციებით ითხოვდნენ გუშინდელი დღის ჩათვლით.