LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გავრილოვს ჩვენი მოსახლეობის აღშფოთება პირადად გადავეცით – მამა ანდრია ჯაღმაიძე

725
მამა ანდრიაააა

ჩვენთვის მიუღებელია, ძალიან უსიამოვნოა, როდესაც ვხედავთ ჩვენს პარლამენტში იმ პარლამენტარს, რომელმაც ხმა მისცა საქართველოს ტერიტორიაზე არაკანონიერი სახელმწიფოს აღიარებას –  ასე ეხმაურება საქართველოს საპატრიაქროს პრესცენტრის ხელმძღვანელი, მამა ანდრია ჯაღმაიძე რუსი დეპუტატის მიერ საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის წაყვანას.

„პუტინ ხუილო“ - აქცია რედისონთან გრძელდება [ვიდეო]

ერთი კაციც კი თუ დავრჩებით, ვიბრძოლებთ ბოლომდე!

როგორც მამა ანდრია ჯაღმაიძემ რადიო “ფორტუნასთან” განაცხადა, ამ ასამბლეაზე საპატრიარქო სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული და შესაბამისად დეტალები არ იცოდა. რაც შეეხება დღევანდელ დღეს პარლამენტში, საპატრიარქოდან არავინ მისულა.

“გუშინ გახსნაზე ვიყავით, დღეს ზუსტად არ ვიცი, მიწვეული მგონი ვიყავით, მაგრამ არავინ არ ყოფილა პარლამენტში საპატრიარქოდან. მე რაც გახსნაზე გავიგე, მოხსენებების შინაარსი იყო, რომ ეს ფორუმი სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის დონეზე მიეხმარება მართლმადიდებლურ ეკლესიას, გარკვეული პრობლემატური საკითხები გადაჭრას და ამ პრობლემების გადაჭრაში ეს ქვეყნები სოლიდარულები არიან”, – განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ “ფორტუნასთან”.

გავრილოვი: რუსეთის დელეგაციის საქართველოში ყოფნის დრო არ შემცირდება  

"რადიკალებმა სხდომა შეგვაწყვეტინეს და წყალი შემასხეს"

მისივე განცხადებით, საპატრიარქოს წარმომადგენლები მხოლოდ პირველ დღეს, მიღებას დაესწრნენ და ამ საღამოს გავრილოვს პირადად გადასცეს მთელი მოსახლეობის წუხილი და აღშფოთება ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

“სიმართლე გითხრათ, ასე დაწვრილებით გავრილოვის შესახებ არც მქონდა ინფორმაცია, მაგრამ თვითონ ფორმატი გულისხმობს, რომ თუ ამ ფორუმს მასპინძლობ, მაშინ მისი ხელმძღვანელი ვინც არის, მას ვერ გამოტოვებ. მაშინ, ან საერთოდ უარი უნდა ეთქვა პარლამენტს ამ ფორუმის მოწვევაზე, იმ შემთხვევაში თუ ამ ადამიანის მიღება არ უნდოდა, ან უნდა შეგუებოდა ამას რაღაცნაირი ფორმატით. ყოველ შემთხვევაში ჩვენ, საპატრიარქომ, ეს შეხვედრა გამოვიყენეთ და ვესაუბრეთ გავრილოვს. მას მთელი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის პოზიცია ვუთხარით. ვუთხარით, რომ მხოლოდ ფორმალურად რუსეთის საპატრიარქოს აღიარება საქართველოს ეკლესიის იურისდიქციასთან დაკავშირებით არ კმარა და ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე დამოუკიდებელი სახელმწიფოს გამოცხადება არის ძალიან დიდი პრობლემა. რაზედაც მან გვითხრა, რომ ხედავს რესურსს დიალოგის ფორმატში, მიუხედავად მიღებული გადაწყვეტილებისა მოხერხდეს საქართველოს მთლიანობის აღდგენა. ჩვენ შეკითხვა გვქონდა იმაზეც, რომ გავრცელებული იყო ინფორმაცია, რომ ის თითქოს მონაწილეობდა საქართველოს წინააღმდეგ ომში, რაზედაც მან კატეგორული უარი განაცხადა და თქვა, რომ მას იარაღი ხელში საქართველოს წინააღმდეგ არასოდეს არ ჭერია. ეს დიალოგი გუშინ მიღებაზე შედგა, უშუალოდ დიალოგში ვმონაწილეობდით მეუფე თეოდორე, მეუფე ანდრია, მეუფე გრიგოლ კაცია და მე”, – განაცხადა  საპატრიაქროს პრესცენტრის ხელმძღვანელმა.

ბოდიში ქუცნაშვილისგან: ვაცნობიერებ იმას, რომ საზოგადოება ძალიან განერვიულდა

რომელი გახსნიდა სხდომას და რომელი წაიყვანდა, ეს იყო ტექნიკური საკითხი.

რაც შეეხება თავად რუსი დეპუტატის აქ ყოფნას და პარლამენტში სესიის წარმართვას, მამა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ ეს ფაქტი მისთვის მიუღებელია.

“ვფიქრობ, როდესაც ასეთი გარემოებებია, ეს აუცილებლად გათვალისიწინებული უნდა ყოფილიყო. პარლამენტში ამის ყურება სრულიად მიუღებელია. გუშინ, როდესაც შევდიოდით იქ დაგვხვდა ხალხის საპროტესტო ტალღა, აქცია და იქ გახდა ჩემთვის ცნობილი ამ გავრილოვის პრობლემა. ჩვენ როგორც მიწვეული სტუმრები, ისე ვიმყოფებოდით იქ. ერთადერთი იყო, რომ უწმინდესის მისასალმებელი სიტყვა უნდა წაეკითხა მამა თეოდორეს და სხვა დეტალებში ჩვენ ჩახედული არ ვიყავით”, – განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ “ფორტუნასთან”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები