LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გავრილოვის რევოლუციის” მოწყობა უნდოდათ – უმრავლესობა გახარიას ახალი “მესიჯბოქსით” იცავს

158
TbilisiAntiRU

სანამ ოპოზიცია პრემიერის კანდიდატურას და ახალ მინისტრთა კაბინეტს სასტვენებით აპროტესტებს, უმრავლესობა გიორგი გახარიას ნდობას უცხადებს.

გია ვოლსკი 20 ივნისის აქციის დარბევასა და „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მიტინგების დარბევას შორის ტოლობის ნიშანს არ სვამს, თუმცა ანტისაოკუპაციო აქციაზე მოქალაქეების დაშავების შემთხვევებს სამწუხარო ფაქტებს უწოდებს.

„გავრილოვის რევოლუციის“ მოწყობა უნდოდათ და ვერ მოაწყვეს. როდესაც ძალა ჰქონდათ, არბევდნენ, კლავდნენ, აწამებდნენ, როდესაც ძალა მოაკლდათ, გადავიდნენ სტვენაზე“, – აცხადებს ვოლსკი.

როგორც ჩანს, ფრაზა „გავრილოვის რევოლუცია“ უმრავლესობის „მეჯისბოქსში“ დააგზავნეს. ვოლსკის შემდეგ ეს სიტყვები ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემაც გაიმეორა.

„უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი და ორგანიზებული აქცია მას შემდეგ, რაც საქართველოშიგავრილოვის რევოლუციაარ შედგა, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

მდინარაძისთვის გიორგი გახარია კარგი მენეჯერია და მასზე „ქართული ოცნება“ აქციების გამო უარის თქმას არ აპირებს.

გიორგი გახარიას უმრავლესობაში კიდევ ერთი დამცველი გამოუჩნდა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგური ამბობს, რომ მას უფრო მეტი ადამიანი უჭერს მხარს, ვიდრე უპირისპირდება. ძიძიგური იმ ხელისუფლებისგან შენიშვნების მიღებას არ აპირებს, რომელმაც მისი თქმით, 2008 წელს ტერიტორიების 20% რუსებს ჩააბარა.

შეგახსენებთ, დღეს ბიძინა ივანიშვილმა მომავალ პრემიერად გახარია წარადგინა, რომელმაც მთავრობის კაბინეტში მცირე ცვლილებები შეიტანა.

პოპულალურები