LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გავრილოვი სავარძელში იყო უკიდურესად დიდი შეცდომა” – გახარიას აღიარება

151
გახარია

პრემიერის აღიარება გავრილოვაზე – მთავრობის მეთაური ამბობს, რომ რუსი დეპუტატის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომა დიდი შეცდომა იყო.

კარგად მესმის, რომ გავრილოვი სავარძელში იყო უკიდურესად დიდი შეცდომა, ეს თავიდანვე ვთქვით, შეცდომაზე უფრო მძიმედ შეიძლება ამის შეფასება, მაგრამ ეს არავის არ აძლევს იმის უფლებას, რომ ქვეყანაში ვინმეს მოუწოდოს კი არა, იოცნებოს გადატრიალებაზე” – ამბობს გახარია.

მთავრობის მეთაური ამტკიცებს, რომ 20 ივნისის მოვლენები სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმი იყო და „ქვეყანამ პარლამენტში შევარდნა ისტორიას უნდა ჩააბაროს“.

“ბევრი არის რაღაც ილუზიებში, ზოგს ჰგონია, რომ რაღაც გადატრიალების მოწყობა… ერთ რამეს გეტყვით, ეს ყველაფერი არის უკიდურესად უპასუხოსმგებლო, ყველაფერთან ერთად არასერიოზული, მაგრამ ღიმილის მომგვრელიც.

გავიგე, რომ ვიღაცებს უნდათ და ცდილობენ, რომ თავი გმირებად წარმოაჩინონ, მაგრამ 20 ივნისი იყო ჩვეულებრივი შტურმი სახელმწიფო ინსტიტუტებზე” – თქვა პრემიერმა.

შეგახსენებთ, 2019 წლის 20 ივნისს ხელისუფლებამ ანტისაოკუპაციო, ანტირუსული აქცია სპეცრაზმის გამოყენებით – წყლის ჭავლით, რეზინის ტყვიებით და ცრემლსადენი გაზით დაშალა. დაშავდა ათობით ადამიანი, მათგან 38 ჟურნალისტი. ორმა მოქალაქემ ტყვიით თვალიც დაკარგა.

“გავრილოვის ღამიდან” ერთი წლის თავზე, რუსთაველის გამზირზე მოძრაობა სირცხვილიას ორგანიზებით აქცია გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები