LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გავრცელებული ინფორმაციით, ქობულეთში ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარმა ძმამ სანადირო თოფით მოკლა

61
პოლიცია-შსს-პატრული

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ინციდენტი ძმებს შორის მოხდა, რა დროსაც ერთ-ერთმა ძმამ სანადირო თოფით ძმას ესროლა.

როგორც სოფლის რწმუნებულმა „ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას 40 წლამდე მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

რწმუნებულის ინფორმაციით, ძმები ერთ ოჯახში ცხოვრობდნენ და კონფლიქტი ადრეც ჰქონდათ.

“ფორტუნა” ინფორმაციის გადამოწმებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს, სიახლეს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები