LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გაურკვეველი თანხების ჩამოჭრა, რაღაც ქეშბექები, ჯარიმები” – სადისტრიბუციო კომპანიები „კარფურის“ წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებენ

136
166657948-4124913567540756-9197587616249398692-n

ადგილობრივი მწარმოებლები და სადისტრიბუციო კომპანიები „კარფურის“ წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებენ.

ამის შესახებ დღეს, 30 მარტს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა ივა ჭყონიამ და “ჯეი ენდ თი ქონსალთინგის” მმართველმა პარტნიორმა გიორგი ცერცვაძემ ბრიფინგი გამართეს.

დავის დეტალებზე ივა ჭყონიამ გადაცემა „ბიზნესკურიერში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ დისტრიბუტორ კომპანიებს კაბალურ პირობებში უწევთ მუშაობა.

სადისტრიბუციო კომპანიები „კარფურის“ წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებენ – დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონია და კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე “ბიზნესკურიერის” ეთერში

„რაც შემოსულია საქართველოს ბაზარზე, ასობით კომპანია თანამშრომლობს ჰიპერმარკეტ კარფურთან წლების განმავლობაში. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა აქ რაც არის ესაა თანხების ჩამოჭრა, რომელსაც ეს კომპანიები თვითონ არ ეთანხმებიან.

მაგალითად კუთვნილი თანხა, რომელიც უნდა ჩაგერიცხოს, პირობითად 5 რიცხვში-10 000 ლარი, შეიძლება ჩაგერიცხოს-2000. ჩამოგეჭრება ანგარიშფაქტურა, რომელსაც არ ეთანხმებიან, არც მიღება-ჩაბარების აქტი არ არსებობს, რომელიც ხელი უნდა მოაწერო, დაადასტურო, რომ არ ეთანხმები.

„ბიზნესკურიერის“ კითხვაზე, თუ რა თანხებზეა საუბარი, ივა ჭყონია გვპასუხობს, რომ ეს თანხები არის გაურკვეველი წარმოშობის.

„სწორედ მაგაზეა საუბარი, გაურკვეველ თანხებზე, რაღაც ქეშბექებზე, ხან რაღაც ჯარიმას ართმევენ, ხან გადასახადს, ეს არის ინფორმაცია, რაც მე მომაწოდეს სადისტრიბუციო კომპანიებმა.

ეს არ არის ახალი წლევანდელი თემა, სამწუხაროდ, ეს წლებია გრძელდება, მაგრამ რაც უფრო მეტად ფართოვდება ეს ქსელი უფრო მეტად საფრთხის შემცველი ხდება.

არის რიგი კომპანიები, რომლებიც ჩიხში შევიდნენ, საბოლოოდ იძულებულები გახდნენ სასამართლოსთვის მიემართათ, რადგან წლის დასაწყისში საკმაოდ აგრესიული იყო მისი ეს ქმედებები და ძალიან ბევრ კომპანიას შეექმნა აღნიშნული პრობლემები.

3 კომპანიას უკვე შეტანილი აქვს სარჩელი სასამართლოში, კიდევ იგეგმება დაახლოებთ 5 კომპანიის სარჩელის შეტანა და დარწმუნებული ვარ ეს პერმანენტულად გაგრძელდება, რადგან მაშინ როდესაც უკვე საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, ის კომპანიები, რომლებიც აქამდე ნაბიჯს არ დგამდნენ დარწმუნებული ვარ შემოგვიერთდებიან, სხვანაირად უბრალოდ წარმოუდგენელი არის მათთან კომუნიკაცია და უბრალოდ იმის შეგნება მათთვის, რომ არ შეიძლება ამ კომპანიების თანხების ჩამოჭრა რაც კომპანიას ეკუთვნის, რადგანაც საბრუნავ კაპიტალში ისედაც სერიოზული პრობლემის წინაშე დგას ბიზნესი, იგივე ლარიდან გამომდინარე და დამატებით საბრუნავი კაპიტალის ამოღება და იმ კუთვნილი თანხების ჩამოჭრა, რისი ჩამოჭრაც არ ეკუთვნით კომპანიებს და აჭრის კარფური კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აყენებს განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს მინდა ვთქვა.“

როგორც ივა ჭყონიამ “ბიზნესკურიერში” განაცხადა აღნიშნული პრობლემის შესწავლის მიზნით კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსაც მიმართეს.

„კონკურენციის სააგენტომ დაადასტურა, რომ ბაზარზე პრობლემები რეალურად არსებობს და ამ საკითხებს ევროპულ და ცენტრალური აზიის წამყვან ქვეყნებში კანონმდებლობა არეგულირებს, შესაბამისად, მათ (კონკურენციის სააგენტომ) რეკომენდაციით მიმართა პარლამენტს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გარკვეული რეგულაციაც შემუშავებულიყო, რაც დაეხმარებოდა მცირე და საშუალო მეწარმეებს და სადისტრიბუციო კომპანიებს, რათა თავიდან აეცილებინათ ის ცალმხრივი ძალაუფლება, რასაც მაგალითად დღეს ფლობს კარფური.

 

ჭყონიას განცხადებით, პრობლემა, რომელსაც შექმნილი ვითარება ქმნის,  ფასების მკვეთრად გაზრდის კიდევ ერთი მწვავე მიზეზია.

 როცა ვერ იღებ კუთვნილ თანხებს  და გიწევს ლოდინი,  იძულებული ხარ უბრალოდ ბანკს მიმართო, როდესაც ბანკს მიმართავ ნებისმიერი დამატებითი პროდუქტი დამოკიდებულია პროცენტებზე, ამიტომ გვიწევს ფასში ამის ასახვა.”-განაცხადა ჭყონიამ.

როგოროც ივა ჭყონიამ „ბიზნესკურიერთან“ ისაუბრა, სასამართლოში სარჩელის შეტანამდე  “კარფურის” მენეჯმენტთან შეხვედრა სურდათ, თუმცა მისივე თქმით, კომპანიის მხრიდან საპასუხო გამოხმაურება არ ყოფილა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები