LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გასული 6 თვე ოპოზიციისთვის სულ უქმე დღეები იყო, 2-ჯერ შემოვლენ პარლამენტში და მათთვის ისევ უქმე დღეები დაიწყება – ოპოზიციას სიზარმაცეში მმართველი გუნდიც ადანაშაულებს

85
4545

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში შევიდა, თუმცა სრულად მხოლოდ პირველი დღე იყვნენ სხდომათა დარბაზში.

„ევროპელი სოციალისტების“ ერთ-ერთი წევრი დავით ზილფიმიანი გასულ კვირას ამბობდა, რომ დაიღალნენ მუშაობით, რადგან ყველგან მათ უწევთ მუშაობა. ოპოზიცია ი სულ შატალოზეა.

ოპოზიციას, რომ პარლამენტში მუშაობა ეზარება, დღეს ამაზე მმართველი გუნდიც საუბრობს.

„გასული 4 წელი და გასული 6 თვეც ოპოზიციისთვის სულ უქმე დღეები იყო, დარწმუნებული იყავით, 2- ჯერ შემოვლენ პარლამენტში და ისევ უქმე დღეები დაიწყება მათთვის. არ დადიან, არ მუშაობენ, განცხადებების მეტი არაფერი უნდათ, დერეფანს ვერ გასცდნენ ძირითადად.

მათ ჭკუაზე რომ გაგვევლო, მანდატებიც არ ექნობოდათ დღეს, საერთოდ ვერ შემოვიდოდნენ პარლამენტში, შემოვიდნენ და მადლობასაც არ იხდიან, რომ ასეთი ბედნიერები არიან“,- აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი.

სუბარის თქმით, ეჭვები იმის თაობაზე, რომ მელიას საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი შესაძლოა ამნისტირებამდე დადგეს, უსაფუძვლოა, რადგან სასამართლო პროცესი ამ ინტენსივობით არ იმართება და ბოლო “პროცესი როდის იყო, აღარც ახსოვს”.

„ბიურო დღეს რომც ჩაინიშნოს, ამნისტიის კანონპროექტის სესიაზე განხილვა მაინც ვერ მოხდება, რადგან პარლამენტის სხდომები გადავდეთ.

ჩვენ ვაკეთებთ იმას, რასაც მოვუწოდებთ მთელ ქვეყანას, ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითის მიმცემი, ამიტომ სესიაზე განხილვა დაიწყება მაშინ, როცა პარლამენტი დაიწყებს მუშაობას. ეს არის მართლა არაფრის გამო ატეხილი ხმაური, ცდილობენ რაღაც თემა გამოძებნონ, რადგან სალაპარაკო არაფერი აქვთ დარჩენილი“,- აღნიშნავს სუბარი.

ნიკა მელია რაღაც ცოტნე დადიანობას თამაშობდა, საკუთარი გუნდისა და ბელადის მსხვერპლია, ძალიან ვგულშემატკივრობ: ზარქუა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები