LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარწმუნებთ, ოპოზიცია პარლამენტში დაბრუნდება: არჩილ თალაკვაძე

65
არჩილ თალაკვაძე

“მე გარწმუნებთ, რომ ოპოზიცია, საბოლოო ჯამში, პარლამენტში დაბრუნდება, რადგან პარლამენტის გარეშე წარმოუდგენლად მიმაჩნია შემდეგი პროცესის უზრუნველყოფა.” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პერსპექტივაზე და აღნიშნა, რომ ამ დრომდე მმართველ გუნდს მოლაპარაკებები არ შეუწყვეტია და რომ ყოველთვის იყვნენ მზად სამართლიანი დიალოგისთვის:

“ჩვენ აქამდე მოლაპარაკებები არ შეგვიწყვიტავს. გვაქვს სრული მზადყოფნა და ამ სამი თვის განმავლობაში, ყოველთვის გვქონდა მზადყოფნა, რომ სამართლიანი მოლაპარაკებები და სამართლიანი შეთანხმება ყოფილიყო, ამიტომ შეთანხმება შესაძლებელია მხოლოდ სამართლიან პირობებზე. მე გარწმუნებთ, რომ ოპოზიცია საბოლოო ჯამში, პარლამენტში დაბრუნდება, ვინაიდან პარლამენტის გარეშე წარმოუდგენლად მიმაჩნია შემდეგი პროცესის უზრუნველყოფა.” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ, ოპოზიცია სახელისუფლებო გუნდთან მოლაპარაკებების შესაძლებლობას, მხოლოდ მელიას გათავისუფლების შემდეგ განიხილავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები