LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარლიკი: ჩინელებმა პირველი კლონირებული კატა შექმნეს

549
Capture

როგორც მეცნიერები განმარტავენ, კატების კლონირება იშვიათი შემთხვევაა, თუმცა ჩინელი მეცნიერების მცდელობა ამ მიმართულებით წარმატებით დასრულდა. პირველი კლონირებული კატა სახელად გარლიკი უკვე 3 თვისაა და თავს კარგად გრძნობს. გარლიკი 21 ივლისს ჩინეთში, ბიოტექნოლოგიურ ლაბორატორია “Sinogene-ში“ დაიბადა და ის ვიზუალურად ძალიან ჰგავს მის ბიოლოგიურ დონორს.

პროფესორ ში ჟენ შენგის თქმით, „კატებს აქვთ რთული რეპროდუქციული მახასიათებლები, რაც მათ კლონირებას ართულებს, თუმცა ლაბორატორია “Sinogene-ში“ კატის კლონირება წარმატებით განხორციელდა. ყოველივე ეს, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია კლონირების მიმართულებით“.

 

მისივე განმარტებით, გარლიკის შესაქმნელად გამოყენებული კლონირების ტექნოლოგია დაეხმარება ჩინეთს, შექმნას გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების გენეტიკური ბიბლიოთეკა, რომლის მიზანი სახეობების გადაშენების საფრთხისგან დაცვა იქნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები