LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედას შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი, რომელსაც არღვევდა

შსს-2

სანზონაში 4 წლის გარდაცვლილი გოგონას საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

უწყების მიერ გამოქვეყნებულ წერილში ნათქვამია, რომ გარდაცვლილი ბავშვის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტის შესახებ შსს-ში შეტყობინება 6 იანვარს შევიდა, რა დროსაც მცირეწლოვანის დედა დააკავეს.

უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ დედის  მიმართ შემაკავებელი ორდერი იქნა გამოწერილი, რომლის მიხედვითაც, ქალს შვილთან კონტაქტი ეკრძალებოდა.

სამინისტრო იწყება, რომ საქმეზე გამოიკითხა ბრალდებული და არაერთი მოწმე, მათ შორის, ოჯახის წევრები, შეტყობინების ინიციატორი და პოლიციის თანამშრომლები:

“გამოკითხულმა მოწმეებმა უარყვეს ბავშვის მიმართ დედის მხრიდან რაიმე ფორმით ძალადობა. ოჯახის წევრების განცხადებით, ბავშვზე არსებული დაზიანებები გამოწვეული იყო მისი ჰიპერაქტიური ქცევით”.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გენერალური ინსპექციის მიერ პარალელურად დაწყებულია შესწავლა და სამსახურეობრივი შემოწმება, რომელიც დაადგენს მიმდინარეობდა თუ არა ეფექტიანად შემაკავებელი ორდერის მონიტორინგი. მცირეწლოვანის გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენის მიზნით, ტარდება საგამოძიებო ღონისძიებები, დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

დღეს, 22 იანვარს თბილისში, სანზონაში არსებულ ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ოთხი წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს.

გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები