LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარდაბანში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულია ერთი პირი

81
FORTUNA.GE-

შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში, მასთან სტუმრად მყოფ ნაცნობს ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები