LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“განწყობა გვაქვს კარგი, ვემზადებით მოგზაურობისთვის”- ომარ ნიშნიანიძის “არგო” ზღვაში შეცურდა

302
არგოო

“ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატის, ომარ ნიშნიანიძის ხელმძღვანელობით გემი “არგო” ზღვაში შეცურდა. გეგმის მიხედვით გემი ფოთიდან, კერძოდ კი ფაზისიდან ვანში მიცურავს.

გემი “არგონავტების” ოსტორიის გაცოცხლებაა. როგორც მერვე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი და პროფესორი ომარ ნიშნიანიძე აცხადებს, მისი მიზანი “არგონავტების” გზის ნაწილის გავლა და ამ თემის პოპულარიზაციაა.

მისი თქმით, მასაც და ეკიპაჟსაც კარგი განწყობა აქვს.

ომარ ნიშნიანიძის „არგო“ რიონში გასაშვებად ემზადება (ფოტო)

ნიშნიანიძე „არგოს“ გაშვებას რიონში 2 ივნისს გეგმავს.

“განწყობა გვაქვს კარგი, ვემზადებით მოგზაურობისთვის, 2 ივნისს ჭყვიშში შევცურდებით. გემზე გვეყოლება და ჭყვიშშიც დაგვხვდებიან “არგონავტების” გმირები. ამით გავაცოცხლებთ ამ ისტორიას და პოპულარიზაცია გავუწევთ ამ თემას”-განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.

გემზე 20 ადამიანი იქნება. ნაწილი სტუდენტები არიან, რომლებიც გემის მშენებლობაში მონაწილეობდნენ. არგოს აგებაზე დაახლოებით ერთი წელი მუშაობდნენ.

თეატრალური სანახაობის შემდეგ, გემი ყოფილი დეპუტატის მიერ მოწყობილ არგონავტიკის მუზეუმში დაიდებს ბინას.

მერვე მოწვევის პარლამენტის წევრმა, “არგოს” მშენებლობის დაწყებამდე, ჯერ კიდევ 2013 წელს ქუთაისში, მდინარე რიონზე პორტის მოწყობის იდეა გააჟღერა. მისი თქმით, ქუთაისს აქვს შესაძლებლობა საპორტო ქალაქად იქცეს. დეპუტატი მაშინ ამ იდეის გამო საზოგადოებამ მწვავედ გააკრიტიკა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები