LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“განწირული ხმით გოგონა შველას ითხოვდა, მანქანაში დედა ეხრჩობოდა” – კოვიდინფიცირებული ექთნის ისტორია

469
BeFunky-collage

ფატი მაჭარაშვილი ექთანი, ხაშურის ,,გორმედის” კლინიკიდან სოციალურ ქსელში ემოციურად იხსენებს თუ როგორ დაინფიცირდა.

ექთანი წერს, რომ კორონავირუსი უკვე დაამარცხა და მის კოლეგებს სოლიდარობას უცხადებს კოვიდთან ბრძოლაში.

“ღამის ათი საათია, კლინიკის კართან მანქანა გაჩერდა, განწირული ხმით გოგონა შველას ითხოვდა, მანქანაში დედა ეხრჩობოდა…

გული მომეწურა, წარმოვიდგინე რომ ის დედაჩემი შეიძლება ყოფილიყო…

კიბეები არც მიგრძვნია, ისე ავირბინე რეანიმაციაში, პაციენტი ლიფტით ამოუშვეს, უცებ აპარატს ვეცი,(მგონი ექიმიც გავანაწყენე) . ..

ქალმა შვებით ამოისუნთქა, ამოვისუნთქე მეც…

მეორე დღიდან მეც ინფიცირებული ვიყავი, თუმცა დიდად არ აღვშფოთებულვარ, რადგან დიდი ხანია ინფიცირებულებთან ვურთიერთობ და ამას ველოდი ადრე თუ გვიან…

დღეს მე კარგად ვარ, დავამარცხე უხილავი მტერი ჩემო გულშემატკივრებო, არ შეშინდეთ მეგობრებო, ერთმანეთის თანადგომით და სიყვარულით ყველაფერს შევძლებთ…

მე კი გულით მინდა უთანაგრძნო ყველა გარდაცვლილის ოჯახის წევრებს… მათი ტკივილი მეც მტკივა…

ყველა თანამშრომელს კი სოლიდარობას ვუცხადებ და მინდა ყველას ჯეროდეს ჩვენი მედ მუშაკების უანგარო და თავდაუზოგავი შრომის…

მიყვარხართ ყველა.”- წერს ფატი მაჭარაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები