LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“განქორწინების მიზნით წავიდა, ამ დროს თავს დასხმია” – სამტრედიაში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები და შსს განცხადება

507
download

სამტრედიაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შინაგან სამქეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. როგორ ირკვევა, პოლიციამ სამტრედიაში ცოლის, სალომე ბოხუას მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 28 წლის გიგა აბრალავა ცხელ კვალზე დააკავა.

სინოდმა სასწრაფოდ უნდა დაადგინოს უმკაცრესი საეკლესიო სასჯელი ქალზე მოძალადე კაცებისთვის - დეკანოზი თამაზ ლომიძე

"დღეს ბევრი ეგოისტი და მოძალადე კაცი სრულიად გაუცნობიერებელია და უსწავლელია ქალთან ურთიერთობის საკითხებში."

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამტრედიის ფილიალის მოქალაქეთა მომსახურების დარბაზში, განქორწინების პროცედურის დაწყებამდე, ცოლს – 1994 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა გ.ა. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამტრედიის ფილიალის მოქალაქეთა მომსახურების დარბაზშივე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ოფიციალურ განცხადებაში.

სამტრედიაში, ქმრის მიერ მოკლული ქალის მამა თემურ ბოხუა ამბობს, მან შვილი იუსტიციის სახლში მიიყვანა და ვიდრე თავადაც შევიდოდა ყოფილი სიძე მის შვილს თავს დაესხა. შენობაში შესულს კი მისი შვილი გარდაცვლილი დახვდა. ოჯახის ინფორმაციით, ცოლ-ქმარს კონფლიქტი ჰქონდათ, რის გამოც განქორწინება გადაწყვიტეს.

“განქორწინების მიზნით წავიდა იუსტიციის სახლში, ყოფილი ქმარი ბათუმში უნდა მისულიყო და ორივე მოაწერდა ხელს, ჩვენ ასე ვიცოდით. წავიყვანე მანქანით, ვიდრე მე მანქანას დავაყენებდი, სალომე შევიდა და ამ დროს თავს დასხმია. დანა დაარტყა, მე რომ შევედი ძირს ეგდო და მკვლელი დაკავებული ჰყავდათ. ერთი ჭრილობა დავინახე. კონფლიქტი ჰქონდათ და ამიტომ შორდებოდნენ. ათი წლის ცოლ-ქმარი იყო, ჩვენთან ცხოვრობდნენ, გარკვეული პერიოდი, მერე ბათუმში იყვნენ”,-განაცხადა თემურ ბოხუამ.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები