LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განათლების სამინისტრო 15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

446
8390abe4f2398ac24c174a48e3dee93e

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ლუკა სირაძის ტრაგიკული გარდაცვალების გამო.

„შეძრწუნებულები ვართ მომხდარით და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და თანასკოლელებს.

სამინისტროს მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგები გააგრძელებენ მე-100 და 169-ე საჯარო სკოლებსა და „მწვანე სკოლაში” მოსწავლეებთან მუშაობას, რათა დაეხმარონ მათ ამ უდიდესი სტრესის გადალახვაში“, – აღნიშნულია სამინისტროს სამძიმრის წერილში.

ცნობისთვის, თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მოსწავლემ თვითმკვლელობა 12 დეკემბერს სცადა. მას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა.

არასრულწლოვანი საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან გადმოხტა, რა დროსაც მძიმე დაზიანებები მიიღო. ის კომატოზურ მდგომარეობაში კლინიკაში იყო მოთავსებული.

მწვანე სკოლის დირექტორი მოზარდის თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტს ეხმაურება

შსს-ს ინფორმაციით, 10 დეკემბერს, 112-ზე განხორციელებული შეტყობინების საფუძველზე თბილისში, „მწვანე სკოლის“ შიდა და გარე ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. მათივე ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით, მშობელთან ერთად გამოიკითხა არასრულწლოვანი პირი, ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლე, რომელმაც უარყო „მწვანე სკოლის“ კედლების მოხატვა.

არსებული ინფორმაციით, ამის შემდეგ არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა სცადა. როგორც ადვოკატი აცხადებს, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ.

15 წლის მოზარდის საქმის გამოძიების დასრულებამდე 2 სამართალდამცავს უფლებამოსილება შეუჩერდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები