LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განათლების ალტერნატიული წყარო: „რაღაცნაირი ლიფტი“ რუსთავში (ფოტოები)

250
BeFunky-collage (1)

არაფორმალური განათლების ხელშეწყობის წახალისება – ახალგაზრდულმა საინიციატივო ჯგუფმა ,,ჩვენ” რუსთავში ლიფტებს ახალი დატვირთვა შესძინა. ქალაქის მერვე მიკრორაიონში, ლიფტის კაბინებში შესულ მოქალაქეებს, საინფორმაციო ბანერები დახვდება.

როგორც “ფორტუნას” იდეის ავტორმა, ამირან ჯანჯღავამ განუმარტა, ადამიანებს არასტანდარტულ სივრცეში, ლიფტით სარგებლობისას, მსოფლიოს სხვადასხვა ეპოქის, 72 მწერლის,  მოაზროვის, ფილოსოფოსის გამონათქვამი, ასზე მეტი მხატვრის ილუსტრაცია და 64 სარეკომენდაციო წიგნი შეხვდება.

პროექტის მიზანი ლიფტის განათლების ალტერნატიული წყაროდ გამოყენებაა, სადაც მოქალაქეები ცნობილი ისტორიული ფაქტების შესახებ საინტერესო ინფორმაციას მიიღებენ.

“ლიფტი სტერეოტიპულად არაესთეტიურ, არაჰიგიენურ სივრცედ მიიჩნევა, სადაც ადამიანებს შესვლა ან ეშინიათ ან არ მოსწონთ, ამიტომ გადავწყვიტეთ არაფორმალური განათლების ხელშეწყობის წახალისება ლიფტების მეშვეობით მომხდარიყო არასტრანდარტულ სივრცეში. გადავწყვიტეთ ლიფტის გარეკანზე გამოგვეტანა 72 მსოფლიოს სხვადასხვა ეპოქის, ფილოსოფოსის, მწერლის, საზოგადო მოღვაწის ნააზრევი და შეხედულებები ზოგად ღირებულებებზე. შიდა კედელზე გვაქვს 64 ჩვენს მიერ რეკომენდირებული წიგნი დატანილი. ასევე, რუსთავის შესახებ საინტერესო მონაცემები.

გარდა ამისა, არის ასზე მეტი ცნობილი და ნაკლებად ნაცნობი მხატვრების ნახატები, ილუსტრაციები. მთლიანობაში მიგვაჩნია, რომ “რაღაცნაირი ლიფტი” ხელს შეუწყობს დროის მცირე მონაკვეთში, მგზავრობის პროცესში მოქალაქეებმა უბრალოდ ინტერესი გაიღვივონ და სახლში მისულებმა თავად დაიწყონ ამ ინფორმაციების მოძიება

ვფიქრობთ, ამ ლიფტზე დატანილი მნიშვნელოვანი ინფორმაციები ლიფტით გადაადგილების პროცესში ადამიანებს ბევრ რამეზე დააფიქრებს. ” – აცხადებს რუსთავის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ამირან ჯანჯღავა.

პროექტი რუსთავის მერიისა და ფონდ “ორბელიანის” მხარდაჭერით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები