LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამყრელიძის თქმით, ეპიდსიტუაცია არ იძლევა საშუალებას, რომ ღამის კლუბები გაიხსნას

131
amiranagamyrelidze-1633425337

ამირან გამყრელიძის თქმით, ეპიდსიტუაცია არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ღამის კლუბები გაიხსნას. ამის შესახებ მან “ფორმულას” ეთერში ისაუბრა.

“მოგეხსენებათ ღამის კლუბები მომატებული რისკის მქონე დაწესებულებებია. გასაგებია, რომ მათ ჩაატარეს ბევრი ტრენინგები და ვიცი, რომ ემზადებოდნენ და ემზადებიან სერიოზულად, მაგრამ ჯერ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში, არამგონია, რომ იძლეოდეს იმის საშუალებას, რომ ამ ტიპის გადაწყვეტილებები იქნეს მიღებული. ამიტომ, ჯერ უნდა ფრთხილად ვიყოთ”, – განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, დღეს შრომის ინსპექციამ გაავრცელა განცხადება, რომ ღამის კლუბებში ღონსიძიებების გამართვა ამ ეტაპზე აკრძალულია.

შრომის ინსპექცია: საკოორდინაციო საბჭოს ღამის კლუბების გახსნაზე გადაწყვეტილება არ მიუღია, შესაბამისად, ღონისძიებების გამართვა ნებადართული არ არის

რა არის ეს, თუ არა მიზანმიმართული განადგურება და უბრალოდ ჩვენი გაქრობის მცდელობა – დღეს ჩატარდება „ივენთები!!!“ – კლუბ „მტკვარზე“-ს დამფუძნებელი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები