LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამყრელიძე: თუ არ ავიცრებით, მე-5 ტალღა იქნება მძიმე

299
ამირან-გამყრელიძე

ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე საუბრის დროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საქართველოში, ეპიდემიის მეხუთე ტალღა, დიდი ალბათობით, ნოემბრის ბოლოს იქნება.

ამირან გამყრელიძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა ვაქცინაციის მნიშვნელობაზე და თქვა, რომ თუ მოსახლეობა მაქსიმალურად აიცრება, მე-5 ტალღა შედარებით მსუბუქი იქნება, მაგრამ, მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ არ ავიცრებით, მე-5 ტალღა იქნება მძიმე:

“მე-5 ტალღა აუცილებლად იქნება მთელ მსოფლიოში და, მათ შორის, ჩვენთანაც. თუ მაქსიმალურად ავიცრებით, მე-5 ტალღა შედარებით მსუბუქი გვექნება. თუ არ ავიცრებით, მე-5 ტალღა იქნება მძიმე.

მე-5 ტალღას, დიდი ალბათობით, უნდა ველოდოთ ნოემბრის ბოლოს, დეკემბერში.” – აღნიშნა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 751 410 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 26.3%-ია.

პოპულალურები