LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აღმაშენებელსა და ბელიაშვილის ქუჩაზე კვების ობიექტები კრიტიკული შეუსაბამობის გამო დახურეს – ნახეთ ჩამონათვალი

363
agmasheneblisgamziri

სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, განახლებულ აღმაშენებელსა და ბელიაშვილის ქუჩაზე არსებული საზოგადოებრივი კვების 57 ობიექტი შეამოწმეს.

ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და ეტიკეტირების წესის დარღვევა, ვადაგასული სურსათის რეალიზაციის ფაქტები, საქმიანობა ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე, რის გამოც ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ.

კრიტიკული შეუსაბამობები აღმოჩნდა 13 ობიექტში, რომელთაც, საჯარიმო სანქციის გარდა, შეუჩერდათ საწარმოო პროცესი სააგენტოს წარმომადგენლების მიერ გაცემული მითითებების გამოსწორებამდე.

ობიექტები, რომლებიც დროებით დახურეს:

  1. შპს ჯეო ინდიან სპაისის – აღმაშენებლის N 51
  2. შპს ბიგ დედის ფიშ ანდ ჩიფს – აღმაშენებლის N49
  3. შპს მეგობრობა – აღმაშენებლის N43
  4. შპს სალვე – აღმაშენებლის N43/2
  5. შპს ლიბერთი – აღმაშენებლის  N31
  6. შპს მარტო – აღმაშენებლის N15
  7. შპს კარაკ-ტოტა – აღმაშენებლის N38
  8. შპს მიდო – აღმაშენებლის N34
  9. შპს კრეპს სუზეტე პარიზ – აღმაშენებლის N 30
  10. ი.მ ლევანი მიქელაძე – აღმაშენებლის N22/13
  11. ი.მ ია ზანდუკელი – აღმაშენებლის N 20
  12. ი.მ რევაზ წულაია – ბელიაშვილის N177
  13. შპს პლაზა მენეჯმენტი- ბელიაშვილის N46

 

პოპულალურები