LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოვლინდა 779 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 959 და გარდაიცვალა 23 ადამიანი – განახლებული კოვიდსტატისტიკა

72
Untitled design (1)

ბოლო 24 საათში, კოვიდ-19 კიდევ 959-მა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 331 680-მდე გაიზარდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, გამოვლინდა კორონავირუსის 779 ახალი შემთხვევა.

კოვიდინფექციამ კიდევ 23 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვირუსით სულ გარდაცვლილია 4 876 პაციენტი.

ამ დრომდე:

კარანტინის რეჟიმში რჩება 27 პირი.

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 3 516 ადამიანი.

კლინიკურ სასტუმროში მყოფთა რიცხვი 619-ია.

ბოლო 24 საათში, ჩატარდა კვლევა 30 026 ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 527, PCR ტესტით – 14 499.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,59%, ბოლო 14 დღის – 3,06%, ბოლო 7 დღის – 2,9%.

საქართველოში კოვიდვაქცინით სულ აცრილია – 161 947 ადამიანი, დღიურად აცრილთა რიცხვი 6 317-ია.

სტატისტიკური მონაცემები კორონავირუსის შესახებ ცოტა ხნის წინ განახლდა ვებგვერდზე Stopcov.ge.