LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოკითხულთა 40 პროცენტის აზრით, საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება – NDI

94

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI)-ის კვლევების თანახმად, გამოკითხულთა 40 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველო, ძირითადად, არასწორი მიმართულებით ვითარდება.

კითხვაზე, „როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო“, გამოკითხულთა 4 პროცენტი პასუხობს, რომ საქართველო ნამდვილად სწორი მიმართულებით ვითარდება, 25 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველო ძირითადად, სწორი მიმართულებით ვითარდება, 22 პროცენტს მიაჩნია, რომ ქვეყანა ნამდვილად არასწორი მიმართულებით ვითარდება. რვა პროცენტმა კი, დააფიქსირა პასუხი „არ ვიცი“.

აღსანიშნავია, რომ კითხვის ამ ვერსიაში არ ყოფილა პასუხის ვარიანტი „საქართველო საერთოდ არ იცვლება“.

კითხვის იმ ვერსიაში კი, სადაც პასუხის აღნიშნული ვარიანტი მოცემულია, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა – 2 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველო ნამდვილად სწორი მიმართულებით ვითარდება, 17 პროცენტი – ძირითადად, სწორი მიმართულებით ვითარდება, 36 პროცენტი – საერთოდ არ იცვლება, 23 პროცენტი – ძირითადად, არასწორი მიმართულებით ვითარდება, 17 ნამდვილად არასწორი მიმართულებით ვითარდება. 4 პროცენტმა დააფიქსირა პასუხი „არ ვიცი“. 1 პროცენტმა კი პასუხზე უარი განაცხადა.

კითხვა რესპოდენტთა ნახევარს დაესვა.

კვლევის საველე სამუშაოები 23 ივნისი – 8 ივლისის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2,409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს. ცდომილება  1.9 პროცენტს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები