LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოკითხული მოსახლეობის 41% ფიქრობს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღებისგან თავს შეიკავებს: NDI კვლევის შედეგებს აქვეყნებს

94
FORTUNA.GE-

საქართველოში, გამოკითხული მოსახლეობის 41% ამბობს, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღებისგან თავს შეიკავებს.

გამოკითხვა ეკუთვნის ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს (NDI) რომელმაც ჩატარებული კვლევის შედეგები დღეს გამოაქვეყნდა.

კითხვარი სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ მიმართულებებს მოიცავს, მათ შორის კი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია პანდემიას და საზოგადოების დამოკიდებულებას მის მიმართ.

კითხვაზე, რომ არსებობდეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, აიცრებოდით თუ არა თქვენ და თქვენი შვილები – 41% პასუხობს, რომ კი, ასევე 41 %-ის პასუხია – არა, 17% კი ამბობს, რომ არ იცის.

გამოქვეყნებულ ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მამაკაცები უფრო მეტი ალბათობით აიცრებიან, ვიდრე ქალები, ასევე მაღალი განათლების მქონე ადამიანები უფრო დიდი ალბათობით გაიკეთებენ ვაქცინას, ვიდრე საშუალოზე დაბალი განათლების მქონე ადამიანები.

NDI-ის კვლევა, ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით, საქართველოს მასშტაბით, 2020 წლის 17-24 დეკემბერს ჩატარდა.

გამოკითხვა მოიცავს 2 053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.