LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოდი შვილო, ჩაბარდი, გელოდებოდი გუშინ, სად ხარ: ბადრი ესებუას მამა

477
88888

ზუგდიდში “საქართველოს ბანკის” თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას მამა ტარიელ ესებუა შვილს პოლიციას ჩაბარებას სთხოვს.

ვიდეომიმართვას პორტალი „კვირა“ ავრცელებს.

„შვილო ბადრი, გელოდებოდით გუშინ, არ ჩამოხვედი, სად ხარ? არაფერი ვიცი შენი ადგილსამყოფელის შესახებ. გამოდი შვილო, ჩაბარდი პოლიციას და ყველაფერი ნორმალურად გაირკვევა. გთხოვთ ამას, მეტი არაფერი სათქმელი არ მაქვს. ან დაგვიკავშირდი ან ჩაბარდი პოლიციას. ესაა ჩემი სათქმელი“, – აცხადებს ტარიელ ესებუა ვიდეომიმართვაში.

მანამდე გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, როგორ გადაადგილდება ბადრი ესებუა ქუჩაში და როგორ ითვლის ხურდებს.

ვრცელდება კადრები, სადაც სავარაუდოდ, ბადრი ესებუა ქუჩაში ხურდებს ითვლის

მას შემდეგ, რაც ბადრი ესებუას მამა, ტარიელ ესებუა მედიით გაეცნო გავრცელებულ კადრებს ჟურნალისტებთან განმარტებების გაკეთება მოისურვა.

ტარიელ ესებუამ ჟურნალისტებს თვალსაჩინოებისთვის წარმოუდგინა ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომელიც მის შვილს, ბადრი ესებუას კადრებში აცვია.

„შეადარეთ, მოდით ეს მაისური ხომ არის? თუ 2 დღის წინ ეს ტანსაცმელი ეცვა, მაშინ ეს ტანსაცმელი აქ არის (სახლში)“, – განაცხადა ტარიელ ესებუამ. 

გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით განცხადებას შსს-ც აკეთებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები