LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გამოჩნდნენ პოლიტიკური ხულიგნები …დიდი ხანი მოუწევთ ზოგს კარვებში ცხოვრება, ზოგს ქუჩის აქციებში მონაწილეობა” – გიორგი გახარია

118
გახარია

საერთაშორისო შეხვედრებზე რუსულ ენაზე მოსაუბრე საქართველოს პრემიერი მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას ეხმაურება. გიორგი გახარია ამბობს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ხულიგნები გამოჩდნენ. ის პარლამენტში უსიამოვნო სუნის გამო სხდომის შეჩერების საკითხსაც შეეხო.

„ჩვენს პოლიტიკურ პროცესში გაჩნდნენ პოლიტიკური ხულიგნები, რომლებიც სადღაც ხსნარს გააფრქვევენ, შემდეგ ამ ხსნარის გაფრქვევის თემა რომ გადაფარონ,  პრემიერის გამოსვლის თემაზე დაიწყებენ საუბარს.

რატომ ისაუბრა გახარიამ უკრაინაში რუსულად?

"მგონი, ზღვარი უნდა არსებობდეს ადეკვატურობის, მედიისთვისაც და ზოგიერთი პოლიტიკური ძალისთვისაც."

მათ ვერ გაურკვევიათ, რა არის ქუჩის პოლიტიკა და რა საპარლამენტო პოლიტიკური პროცესი.

მათი ადგილი არის ქუჩის პოლიტიკაში და დიდი ხანი მოუწევთ ზოგს კარვებში ცხოვრება, ზოგს ქუჩის აქციებში მონაწილეობა“ , – აცხადებს გახარია.

შეგახსენებთ, გიორგი გახარიამ უკრაინაში სუამის სამიტის დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია რუსულ ენაზე გამართა. ადმინისტრაციამ კი განმარტა, რომ ეს უკრაინის პრემიერ-მინისტრის მოთხოვნა იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები