LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამკაცრდება თუ არა კოვიდრეგულაციები, – კვირის განმავლობაში დავაკვირდებით ეპიდსიტუაციას: ამირან გამყრელიძე

641
ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კვირის განმავლობაში განხორციელდება დაკვირვება ეპიდსიტუაციაზე და შემდგომ გახდება ცნობილი, თუ რა რეგულაციებია საჭირო.

გამყრელიძის თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი საკუთარ რეკომენდაციას დაკვირვების შემდეგ გასცემს.

„რეგულაციების გარეშე ცხოვრება ვერ იქნება. გააჩნია, რა ზომის და როგორი რეგულაციები გვექნება. ამ კვირის განმავლობაში დავაკვირდებით პიდსიტუაციას და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი თავის რეკომენდაციებს შემდგომ გააჟღერებს“, – განუცხადა ამირან გამყრელიძემ

პოპულალურები