LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

#გამიყოლე – სოციალურ ქსელში ახალი კამპანია დაიწყო

2167
BeFunky-collage

სოციალურ ქსელში შეიქმნა ჯგუფი „გამიყოლე“, სადაც ადამიანები ერთმანეთს გადაადგილებაში სრულიად უსასყიდლოდ ეხმარებიან.

ჯგუფის შემქმნელებს იდეა ტაქსების ფასების ზრდის შემდეგ გაუჩნდათ. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს ერთგვარი სოლიდარობის გამოხატვის გზაა ერთმანეთის მიმართ.

კამპანიის „გამიყოლე“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მარიამ გაფრინდაშვილი ამბობს, რომ იდეა სპონტანურად გაჩნდა. ასევე ჯგუფის დამფუძნებელი დავით ასპანიძე აანონსებს: იმისთვის, რომ უფრო მოსახერხებელი გახდეს მათი სერვისი მალე აპლიკაციასაც შექმნიან. ამისთვის კი მოხალისე დეველოპერებს ეძებენ.

სოციალური ქსელის მომხმარებლებს შეუძლიათ ფეისბუქ ჯგუფში „გამიყოლე“ დაპოსტონ დანიშნულების ადგილი, ან თავად შესთავაზონ ადამიანებს, თუ საით მიდიან და სრულიად უსასყიდულოდ დაიმგზავრონ.

ჯგუფი 2 ოქტომბერს შეიმნა და უკვე 4000 ადამიანზე მეტი წევრი ჰყავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები