LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გამბედაობა არ ეყოთ” – სასამართლომ ტრამპის ბოლო სარჩელიც უარყო

68
BeFunky-collage (1)

აშშ-ის უზენაესმა სასმართლომ გასული წლის ნოემბერში გამართული პრეზიდენტის არჩევნების შედეგების გადათვლის თაობაზე დარჩენილი სარჩელები განიხილა, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, უკანასკნელი აპელაცია.

ალჯაზირას ცნობით, შტატ ვისკონსინში  ხმების გადათვლაზე ტრამპს უზენაესმა ინსტანციამ უარი უთხრა.

აღნიშნულ შტატში ტრამპა ბაიდენზე სულ მცირე 20 000 ნაკლები ხმა მიიღო.

ცნობისთვის, თეთრი სახლის დატოვებიდან, დაახლოებით, თვენახევრის შემდეგ, ტრამპმა ფლორიდის შტატში შეკრებილ თანაპარტიელებს მიმართა. ყოფილმა პრეზიდენტმა შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოც გააკრიტიკა და თქვა, რომ მათ “არ ეყოთ გამბედაობა” განეხილათ 2020 წლის არჩევნების შედეგები.

თუმცა, მას არაფერი უთქვამს ათეულობით მარცხზე, რომელიც მისმა საარჩევნო კამპანიამ, გაყალბების თაობაზე 60-მდე ფედერალურ სასამართლოში შეტანილ საჩივართან დაკავშირებით განიცადა.

ორლანდოში გამართულ კონსერვატორთა კონფერენციაზე ტრამპმა პირობა დადო, რომ დაეხმარება რესპუბლიკელებს კონგრესში უმრავლესობის მოპოვებაში და არც ის გამორიცხა, რომ 2024 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.

აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნების შედეგებით, დონალდ ტრამპს საარჩევნო კოლეგიიდან 232 ხმა აქვს, ხოლო ჯო ბაიდენს – 306.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები