LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გალაკტიონის ხიდიდან ლაგუნა-ვერეს პანდუსამდე გზის საფარის რეაბილიტაცია იწყება

149
მოწესრიგება

20 ივნისიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ლაგუნას მიმდებარე ტერიტორიაზე, გალაქტიონის ხიდიდან ლაგუნა-ვერეს არსებულ პანდუსამდე გზის საფარის მოსაწესრიგებლად სამუშაოები დაიწყება – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერის თქმით, სამუშაოები ღამის საათებში ჩატარდება, რათა დღისით მოქალაქეებს გადაადგილების პრობლემა არ შეექმნათ. სამუშაოები ხვალ საღამოს დაიწყება და ის 10 დღე გაგრძელდება.

“პირველ რიგში მოხდება მოფრეზვა, ღამის საათებში იქნება სამუშაოები, რადგან თქვენ იცით, რომ ძალიან ბევრი ავტომობილი გადაადგილდება და რადგან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, არ გვინდა კიდევ შეყოვნება და პრობლემები შევუქმნათ ავტომობილით მოსარგებლე მძღოლებს. ამიტომ, ღამის საათებში იქნება სამუშაოები, 10 დღე დასჭირდება ამ სამუშაოების ჩატარებას, დაახლოებით 900 ათასი ლარია ამ პროექტის ღირებულება”, – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები