LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახარიას პრემიერად დანიშვნა ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“ პოლიტიკურად დასრულდება და ჩაიძირება – ბაქრაძე

180
baqraze

“ვიდრე ხელისუფლება ქვეყნის შიგნით დამნაშავეების ძებნით და რუსეთის მხარდამჭერი ფილმების გადაღებითაა დაკავებული, რუსეთი მორიგ სოფელს გვიღობავს – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთერთმა ლიდერმა დავით ბაქრამძემ გუგუტიანთკარში განაცხადა. ის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

ოპოზიციონერმა ლიდერმა შესაძლო სამთავრობო ცვლილებების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ  როგორი შიდა გადანაცვლებაც არ უნდა მოხდეს დღეს ხელისუფლებაში, ამ ქართულ ოცნების გუნდს არ გააჩნია რესურსი, რომ ქვეყანა  წინ წაიყვანოს

„ამ ფონზე გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნა იქნება საზოგადოების პირდაპირი გამოწვევა და ის უზარმაზარი ტვირთი „ქართული ოცნების“ კისერზე, რომელიც მთლიანად ჩაძირავს „ქართულ ოცნებას“. ამიტომ, თუ ამას გადაწყვეტს ბიძინა ივანიშვილი, ღმერთმა ხელი მოუმართოს. გახარიას დანიშვნა დღეს ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“ პოლიტიკურად დასრულდება და ჩაიძირება. თუმცა ისევ ვიმეორებ, პროგნოზს ვერ ვაკეთებ, რადგან არ ვიცით, რა გადაწყვეტილებები მიიღება ხვალ“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა.

სამთავრობო ცვლილებების შესახებ TV პირველი რამდენიმე დღეა ინფორმაციას ავრცელებს.არხი თავის წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ პრემიერის თანამდებობას შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია დაიკავებს.

პრემიერი მამუკა ბახტაძე ჟურნალისტების კითხვაზე, იგეგმება თუ არა სამთავრობო ცვლილებები და ამ ცვლილებების შემდეგ, შეინარჩუნებს თუ არა ის თანამდებობას, პასუხობს, რომ ეს ცოცხალი პროცესია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები