LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახარიას გადადგომა იქნებოდა სამშობლოს ღალატი – ივანიშვილი

107
61420675-1911872845581372-7020855641451266048-o

გიორგი გახარიას გადადგომა იქნებოდა დღეს სამშობლოს ღალატი, პირდაპირი მნიშვნელობით, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ცალკეულ შემთხვევებში არაპროპორციული ძალის გამოყენების შემთხვევებზე გამოძიება მიმდინარეობს.

“რატომ უნდა შესულიყვნენ, კითხვები დაუსვით, რა უნდოდათ პარლამენტში ძალით რომ შედიოდნენ, თუ არა სახელმწიფო გადატრიალება. რა თქმა უნდა, ეს სურდათ და ის, რომ გახარია გადადგეს, ესე იგი შინაგან საქმეთა სამინისტრო აღარ არსებობს.

როდესაც ხდება ძალადობა, ძალის მიტანა ძირითად ინსტიტუტზე, პარლამენტზე და მას პოლიცია ვერ დაიცავს, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა მინისტრმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და გადადგეს, მაგრამ მან ეს მოახერხა. მან დაიცვა მოძალადე პოლიტიკოსებისგან, „რუსთავი 2“-ის მეპატრონეებისგან, მან დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუტი – პარლამენტი და მოახერხა, რომ ახალი უბედურება არ მისცა საზოგადოებას. ეს რომ ვერ მოეხერხებინა, მაშინ უნდა გადამდგარიყო. თუ ცალკეულმა პოლიციელებმა პროპორციული ძალა არ გამოიყენეს, სამართლის წინაშე აგებენ პასუხს. გახარიამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მადლობა ღმერთს, რომ ღირსეულად მოახერხეს და მოძალადეებისგან, მეამბოხეებისგან დაიცვეს სახელმწიფო ინსტიტუტი და ახალ უბედურებაში არ შეიყვანეს ქვეყანა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები