LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახარიამ პირადად მომცა წერილი, ძალიან ცუდია, რომ გამბედაობა აკლია თქვას: დავუშვი შეცდომა – ჯაფარიძე

90
badri da gaxaria

„ლელო საქართველოსთვის“ გენერალური მდივნის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია ხელოვნურად არის შემოყვანილი პოლიტიკურ ველზე ბიძინა ივანიშვილის მოთამაშედ და დასძენს, რომ გახარია ივანიშვილის კრიტიკასაც ვერ ბედავს.

„ამ ეტაპზე მხოლოდ ტყუილს ვხედავ მისი გიორგი გახარიას მხრიდან, თუკი დავინახავ, რომ ის გულწრფელად იტყვის, რატომ გადმომცა ის წერილი, რომელიც თქვენთვის ცნობილია, რატომ გააჩერა ანაკლიის პროექტი.

მან პირადად გადმომცა ეს წერილი. მან გადმომცა ეს წერილი, ვამბობ ამას სრული პასუხისმგებლობით. ძალიან ცუდია, რომ გაბედულება აკლია, თქვას, რომ დაუშვა შეცდომა, მაგრამ ისიც უნდა თქვას, ვინ დაავალა ამ წერილის გადმოცემა“. – ამბობს ჯაფარიძე „პალიტრანიუსის“ ეთერში.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ გიორგი გახარიას და მისი პოლიტიკური გზები სამომავლოდ გადაიკვეთოს და პარტნიორებიც გახდნენ, ბადრი ჯაფარიძემ უპასუხა, რომ „მატყუარა პარტნიორი ვერ წარმოუდგენია“.

შეგახსენებთ, „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ, 2019 წლის 4 მარტს პარლამენტში თქვა, რომ შს მინისტრის, გიორგი გახარიასგან, შუამავლის ხელით წერილი მიიღო. გახარია ხაზარაძეს ემუქრებოდა, თუ კონკრეტულ დავალებებს არ შეასრულებდა, „თიბისი ბანკს“ რეპუტაციული ზიანი მიადგებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები