LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახარიამ გუბერნატორებს რეგიონებში არსებულ გამოწვევებზე მყისიერი რეაგირებისკენ მოუწოდა

73
გახაჩკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სახელმწიფო რწმუნებულებს, რეგიონებში არსებულ გამოწვევებზე მყისიერი რეაგირებისკენ მოუწოდა და შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის დაწყების პერიოდში, შესაბამისი რეგულაციების აღსრულების მკაცრად გაკონტროლება მოთხოვა. – ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციის შეხვედრაზე, რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებმა პრემიერს, მუნიციპალიტეტების მიხედვით არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესახებ, დეტალური ანგარიში წარუდგინეს და აღნიშნეს, რომ ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების შედეგად, ვითარება დასტაბილურდა, რამაც ჰოსპიტალური სექტორის განტვირთვას ხელი შეუწყო.

მთავრობის მეთაურმა, რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულების მაქსიმალური მობილიზების აუცილებლობას ხაზი გაუსვა და გუბერნატორებს ადგილზე პროცესების ეფექტიანი მართვის უზრუნველყოფაში კიდევ უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები