LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახარია რომ იძახის არგონავტების სამშობლო ვართო, ისიც არ იცის, რომ ოკუპანტები იყვნენ – შალვა ნათელაშვილი

244
shalvanatelashvili-750x430

“პრემიერი გახარია გამოდის და არგონავტების სამშობლოა საქართველოო. ისიც ვერ გაურჩევია, რომ საერთაშორისო სამართლებრივი გაგებით არგონავტები სადესანტო ჯგუფი იყო, ანუ ოკუპანტები იყვნენ. წაიღეს ოქროს საწმისი, მოგვტაცეს ის ქალი, მედეა და წავიდნენ”, – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.

ნათელაშვილმა შედარებისთვის აღნიშნა, რომ “თუ სადმე ფენა შემოგვრჩა მისაბაძი და სათაყვანებელი, ესენი ექიმები არიან, რომლებმაც ამ პერიოდშიც აჩვენეს თავისი მაღალი მომზადება და ინტელექტუალური მიდგომა.

“აბა ისინი არიან ინტელექტუალები? – პრემიერი გახარია გამოდის და არგონავტების სამშობლოა საქართველოო. ისიც ვერ გაურჩევია, რომ საერთაშორისო სამართლებრივი გაგებით არგონავტები სადესანტო ჯგუფი იყო, ანუ ოკუპანტები იყვნენ. წაიღეს ოქროს საწმისი, მოგვტაცეს ის ქალი, მედეა და წავიდნენ. ისიც კი არ იცის, რომ არ ვართ სამშობლო.

ან ის ჭკუის კოლოფი თალაკვაძე რომ სწერს რიშს, აბა კაპიტოლიუმში ვინმე რომ შემოვარდნილიყო, არ დაიჭერდითო? ინტელექტუალური განათლება არ აქვთ, მაგრამ ხომ შეიძლება ინფორმაციული განათლება ჰქონდეთ?, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები