LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაიხადე და ცურვით წამოდი

300

ჟენევაში ქალბატონებს ნახევრად შიშვლად ცურვის უფლება მისცეს. შვეიცარიის კანტონის მთავრობამ 1929 წელს მიღებული კანონი გააუქმა და ამიერიდან მანდილოსნებს „ტოპლეს“ ბანაობა თუ გარუჯვა შეეძლებათ.
„The Local”-ის ცნობით, აღნიშნული წესი მდინარეებსა თუ ტბებში შესაბამისი საცურაო კოსტუმის გარეშე ჩასვლას სასტიკად კრძალავდა. პოლიციაც მის დამრღვევებს ძალიან ხშირად აჯარიმებდა. ჟენევის ადმინისტრაციამ შეზღუდვის გაუქმება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ადგილობრივებმა პეტიცია შეადგინეს და მას ხელი 233 ათასმა ადამიანმა მოაწერა. მისი ავტორები მოძველებულ წესს აბსურდულსა და სექსისტურს უწოდებენ, რადგან მის გამო, როგორც წესი, ძირითადად ქალბატონებს აჯარიმებდნენ ხოლმე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები