LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაგრაში რუსი ბიზნესმენი ააფეთქეს

russia-police

რუსი ბიზნესმენი ოკუპირებულ აფხაზეთში აფეთქების შედგეგად დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ინციდენტი 15 იანვარს გაგრაში, ლძაას დასახლებაში მოხდა. ბიზნესმენს ხელში პაკეტი აუფეთქდა, რომელიც თავის მანქანაში იპოვა. მიხაილ ევალენკო აფხაზეთში ცხოვრობდა და წლების განმავლობაში ბიზნეს საქმიანობას ეწეოდა.

დაშავებული ბიზნესმენი სოჭში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარეს. მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები