LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაფუჭებული კვერცხის ნაჭუჭის ფასი აქვს, რასაც სააკაშვილი ამბობს: ვოლსკი

66
ვოლსკი სააკაშვილი

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ მიხეილ სააკაშვილის სიტყვის ფასი გაფუჭებული კვერცხის ნაჭუჭის ფასს შეადარა.

„გაფუჭებული კვერცხის ნაჭუჭის ფასი აქვს იმას, რასაც მიხეილ სააკაშვილი ამბობს. კრიმინალში ბრალდებული ადამიანი საუბრობს იმის შესახებ, რაც მას თავად ახასიათებს და სურს, სხვაზეც ასეთივე შთაბეჭდილება შექმნას. არ მგონია, სააკაშვილის სიტყვას ავტორიტეტი ჰქონდეს“. – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

“რამდენჯერ უნდა ჩათვალოს ამ მართლაც ბრიყვმა საქართველოს მოსახლეობა სულელად? რამდენჯერ უნდა დაგვცინოს?” – სააკაშვილი ივანიშვილის გადაწყვეტილებაზე

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გუშინ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილების კომენტირებისას აღნიშნა, რომ მან პოლიტიკადან წასვლის გადაწყვეტილება ამერიკელების მოთხოვნის შედეგად მიიღო.

მისივე თქმით, სწორედ ამერიკის სანქციების შიშის გამო გადააფორმა ივანიშვილმა საკუთარი ქონების დიდი ნაწილი ფონდ “ქართუზე“.

ბიძინა ივანიშვილმა ქონების დიდი ნაწილი “ქართუს” გადასცა

ჩემი და ჩემი მეუღლის განკარგულებაში რჩება 200 მლნ დოლარი, შვილებს ვუტოვებ იმდენს, რომ ახლის შექმნის მოტივაცია არ დაკარგონ – ივანიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები