LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაფრთხილება საერთო ეროვნულ წინააღმდეგობამდე – ოპოზიციის აქცია ქუთაისში

102
fgnmfmhn

საპროტესტო აქცია ქუთაისში, მშვიდობიანი მსვლელობით კიკვიძის ბაღიდან სამხარეო ადმინისტრაციის შენობამდე, უკვე დასრულდა. ხალხმრავალ შეკრებას ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია. აქციის მონაწილეების შეკრებისთანავე ამ დრომდე გაურკვეველმა პირებმა მსუბუქი ავტომანქანიდან კვერცხები და ქათმები ესროლეს და ადგილიდან მიიმალნენ. მოგვიანებით საპროტესტო მოძრაობის ახალგაზრდა აქტივისტებსა და უცნობ მოქალაქეებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რომელიც რამდენიმე წუთში სამართალდამცველებმა გაანეიტრალეს, ხოლო ინციდენტში მონაწილე რამდენიმე პირი პოლიციამ ადგილს განარიდა.

 

საპროტესტო მსვლელობის ფარგლებში, აქციის მონაწილეებმა „ქართული ოცნების“ ოფისი გაიარეს, სადაც მმართცველი პარტიის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული, თუმცა აქ ვითარება არ დაძაბულა და მხოლოდ რამდენიმე ხმამაღალი შეძახილების შემდეგ, მომიტინგეებმა მსვლელობა გააგრძელეს.

გაერთიანებული ოპოზიციის და სამოქალაქო აქტივისტების ორგანიზებით მიმდინარე აქციის დისლოკაციის ბოლო ადგილი მერიის შენობა იყო, სადაც რამდენიმე პოლიტიკურმა ლიდერმა ხალხს მიმართა.

ახალგაზრდებს ფეხს ნუ დაადგამთ

„მესმის, რომ აიძულებენ და იძულებით ჩაჰყავთ ისინი, რადგან სამსახურიდან გაუშვებენ. მე მინდა მივმართო: ხალხო, ნუ გეშინიათ, არავინ გაგიშვებთ სამსახურიდან. შეიძლება შეასრულოთ მათი დავალებები, მაგრამ ერთი რამ იცოდეთ, ძალადობას ნუ ჩაიდენთ, ისევე როგორც ქუთაისში, მერიის თანამშრომლებმა ისტორიულ-კულტურული ძეგლი დააზიანეს. ამას ნუ იზამთ, ახალგაზრდებს ფეხს ნუ დაადგამთ და ნუ გადაუვლით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

არავითარი შურისძიება

„ერთად დავდგეთ, არავითარი შურისძიება, კონსტიტუციიდან და კანონიდან გასვლა. ჩვენ იმ მარათონის მორბენლებს ვგავართ, რომლებმაც გაუძლეს დაკითხვებს, სამსახურიდან გაყრას, სოციალური დახმარების მოხსნას, გინებას, ათასი სისულელის დაბრალებას, 40 კილომეტრს რომ გაირბენს მარათონელი და 200 მეტრიღა რჩება, მას ვგავართ. მოვა სანუკვარი დრო, როცა საქართველოში იქნება ნამდვილი ქართველის, ქუთაისელის შესაფერისი დემოკრატია“, – ამბობს გრიგოლ ვაშაძე.

“ოპოზიციურ ძალებს უპრეცედენტო ერთობა აქვთ” – ოპოზიციამ პროპორციულ სისტემაზე კანონპროექტი მოამზადა

 

არავის ეპატიება ტყუილი

„არავის ეპატიება ის თაღლითობა და ტყუილი, რაც ჩაიდინა ბიძინა ივანიშვილმა, ორპირად მოიქცა, ყველა გადააგდო. მოატყუა, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ ყველა ჩვენი პარტნიორი, საერთაშორისო საზოგადოება. შინ თუ გარეთ, ყველას ჰპირდებოდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას და მის მიერ დანიშნული პრეზიდენტი გაეროს მაღალი ტრიბუნიდანაც კი ელაპარაკებოდა ამ საკითხზე. რაც შეეხება დღეს ქუთაისში ჩამოსვლას, ერთ-ერთი მიზეზი იყო, თუნდაც ის თავხედური გამოხტომები, რაც ხელისუფლების მიერ დაქირავებულმა „ზონდერპირებმა“ მოაწყვეს აქ რამდენიმე დღის წინ”, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

 

 

თუ დღეს ხმა არ ამოვიღეთ

„ჩვენ ვითხოვთ ყველასთვის სამართლიან თამაშის წესებს და ასეთ პირობებში გამარჯვებულის გამოვლენას. ეს არის მთავარი ამოცანა და მეორე: თუ ჩვენ დღეს ხმა არ ამოვიღეთ, უზურპაცია ისე გაფორმდება, რომ მერე 2040 წლამდე ვერაფერი მოვახერხოთ. როგორ უსინდისოდ იქცევიან ეს მაჟორიტარები, ახლა ვითომ ამერიკულ მოდელზე საუბრობენ, სინამდვილეში ერთადერთი ქვეყანა, სადაც მთლიანად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას იხილავენ, არის რუსეთი. აი, რუსეთის დუმაში მართლაც შესულია კანონპროექტი სრულად მაჟორიტარულზე გადასვლაზე, პირდაპირი დამსგავსება ხდება. ჩვენთან კიდევ უფრო მძიმე იქნება მდგომარეობა, იმიტომ, რომ ეს ადამიანი დამატებით გონს გასულია“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

“მონები, ქათმები” – ხელისუფლების მხარდამჭერები “ნაციონალურ მოძრაობას”

ოპოზიცია აქციების გაგრძელებას კვლავ გეგმავს, თუმცა კონკრეტული ადგილის და დროის შესახებ ინფორმაციას ისინი საზოგადოებას მოგვიანებით გააცნობენ. რაც შეეხება სამომავლო გეგმის იმ ნაწილს, სადაც საუბარი იყო წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყებაზე, ლიდერების განმარტებით, აღნიშნული მოძრაობა მოიცავს ისევ მშვიდობიან აქციებს, მხოლოდ განსხვავებული ფორმებით სხვადასხვა რეგიონებში და ქალაქებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები